logo
ENG



"არ გამოიყენოთ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები"- ომბუდსმენი შსს-ს

14 მაი 202417:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/ou70igyvmeqthpl.png

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მიეცეთ მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა.

" 14 მაისის 17:15 საათისთვის შსს მიერ გაცემულია მთლიანად აქციის შესაძლო დაშლის გაფრთხილება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აქციაზე ცოტა ხნის წინ ცალკეულ მონაწილეთა მიერ მშვიდობიანი შეკრების წესების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, მათ მიმართ განხორციელებული ინდივიდუალური ღონისძიებების შემდეგ, აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის აუცილებლობა"- ნათქვამია განცხადებაში. 

პარლამენტის მიმდებარედ, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს, დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალებია მობილიზებული

***

მოსახლეობისა და დასავლელი პარტნიორებების მოწოდებების მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონი მიიღო. მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი - 30.

პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებს, რომ რედაქციული შენიშვნები რუსულ კანონთან დაკავშირებით არ არის, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ხმაური მოჰყვა. 

კენჭისყრის ყრის პროცესის განმავლობაში ოპოზიციის დეპუტატები ხმაურობდნენ. გარდა ამისა, პარლამენტს გარეთ მოქალაქეები იყვნენ შეკრებილნი.

ძალაში შესასვლელად ახლა კანონს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გაუგზავნიან, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ ოცნება ვეტოს დაძლევას პარლამენტში ეცდება. 

ერთ თვეზე მეტია მოქალაქეები პარლამენტთან რუსული კანონს აპროტესტებენ. მოქალაქეები ქართული ოცნებისგან კანონის გაწვევას მოითხოვდნენ. საპასუხოდ კი, ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქცია არაერთხელ დაშალა ძალის გამოყენები, პოლიციელები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად, სასტიკად უსწორდებოდნენ მომიტინგეებს. აქციების პერიოდში შსს-მ ათეულობით ადამიანი დააკავა. 

რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ საპარლამენტო ბოიკოტი გამოცხადეს ნაციონალურმა მოძრაობამ, ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა - სალომე სამადაშვილმა, ტარიელ ნაკაიძემ და თამარ კორძაიამ.

 


close დახურვა